The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ირაკლი ფაღავა

ირაკლი ფაღავა
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:ენდოკრინოლოგი, პედიატრი

ბიოგრაფია

ბავშვთა ენდოკრინოლოგი. მედიცინის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი - სადისერტაციო ნაშრომი ტანმაღლობით მანიფესტირებულ იშვიათ დაავადებებს განიხილავდა. სამედიცინო თემატიკის 28 ნაშრომის ავტორია. „პედიატრიული ენდოკრინოლოგიის ქართული საზოგადოების“ ფუძემდებელი წევრია. „ბავშვთა ახალი კლინიკის“ ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელად ყოფნისას პირველმა მასობრივად დაიწყო ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების გადაყვანა ინსულინის ანალოგებზე. პირველმა საქართველოსა და, საზოგადოდ, ამიერკავკასიაში, გადაიყვანა პაციენტი მონოგენური / ნეონატალური შაქრიანი დიაბეტით ინსულინიდან ტაბლეტირებულ პრეპარატზე. შაქრიანი დიაბეტის გარდა, კლინიკური და სამეცნიერო ინტერესები მოიცავს ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა სქესობრივი მომწიფებისა და ფიზიკური ზრდა-განვითარების დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჰიპოგლიკემია და სიმსუქნე. ერთმანეთს უთავსებს მუშაობას ბავშვთა ენდოკრინოლოგიის სტაციონარში და ამბულატორიულ გასინჯვებს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა BAC
    მისამართი:ქ. თბილისი, ლუბლიანის №21
    ტელეფონი:995 32 2470401
  • სამსახური
    მზიური მედი
    მისამართი:თბილისი, ატენის ქ.3, სართ.3
    ტელეფონი:599 43 41 88