The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ირაკლი დავითის ძე ციციშვილი

ირაკლი დავითის ძე ციციშვილი
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 2013  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა  თბილისში, არტილერიის ოფიცრის ოჯახში; რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის გმირის, გენერალ-მაიორ მიხეილ ციციშვილის შვილიშვილი. 1937 წელს დაუპატიმრეს და დაუხვრიტეს მამა დავით ციციშვილი, ბიძა ილია ციციშვილი, დეიდა და სიძე. ამავე წელს მეგობრებთან ერთად დააარსა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც საქართველოს საბჭოთა კავშირისგან გამოყოფა იყო. დააპატიმრეს 1938 წელს და იმავე წელს გაათავისუფლეს. 1946 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრაზე. 1992-1994 წლებში იყო ამავე კათედრის გამგე, 1960-1962 წლებში — პედიატრიის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს მე–4 სამმართველოს კონსულტანტად. 2008 წლიდან იყო საქართველოს პედიატრიული აკადემიის პრეზიდენტი. გამოქვეყნებული ჰქონდა 100–ზე მეტი სამეცნიერო შრომა და 2 მონოგრაფია – "ჩვილ ბავშვთა კვება"(1969), "პედიატრიული ფარმაკოთერაპია"(1988). დაჯილდოებული იყო ღირსებისა (1997 წ.) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო (2012 წ.) ორდენებით. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა N1 კათედრის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ვიტამინი C და კაროტინის შემცველობა ტუბერკულოზით დაავადებულ ექსპერიმენტულ ცხოველებში ზღვის გოჭები) მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1958 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრიული აკადემია, წევრი (2008-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1958 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

ბიბლიოგრაფია