The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე

ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2 მარტი, 2017  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს; მოსკოვის საერთაშორისო სამედიციმო აკადემიის პედიატრიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა.

1950 წელს იყო სოხუმის სანეპიდ სადგურის სანიტარული ექიმი; 1950-1953წწ. სოხუმის ჩვილ ბავშვთა სახლის ექიმ–ორდინატორი; 1957-1960წწ. აფხაზეთის ავტონომიური ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი და სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1960-1961წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1962-1966წწ. სწავლული მდივანი და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.1966 წლიდან არის ჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი.

გამოქვეყნებული აქვს 160 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ყივანახველის კლინიკის ჰემატოლოგიური მაჩვენებლები", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა– "ჯანმრთელ ბავშვთა და მოზარდთა პერიფერიული სისხლის ასაკობრივი თავისებურებანი საქართველოს რესპუბლიკაში", დაიცვა 1979 წელს.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პედიატრიის ინსტიტუტის ბავშვთა ჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხების მიმნიჭებელი საბჭო
  • მედიკო–სოციალური აკადემია, ვიცე–პრეზიდენტი
  • ნეონატოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • ონკო ჰემატოლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ბავშვთა ანემიების ცენტრი, სამეცნიერო–პრაქტიკული ხელმძღვანელი
  • საქართველოს მედიკო–სოციალური და მედიკო–ბიოლოგიური აკადემია
  • საქართველოს პედიატრთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2002-)
  • საქართველოს პედიატრთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს პერინატალოგთა ასოციაიციის გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია