The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი კამკამიძე

გიორგი კამკამიძე
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:მიკრობიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფი სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1991 წელს.

1994–1997წწ. იყო ბავშვთა რეაბილიტაციის რესპუბლიკური ცენტრის პოლიკლინიკის ალერგოლოგი; 1997 წლიდან შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესწპუბლიკური ცენტრის კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების გამგე და მართვის სისტემების განყოფილების ინჟინერ–პროგრამისტის ფუნქციების შემსრულებელი; 2 წლით მივლინებული იყო აშშ–ში ქ. ოლბანში ვოდსვორსის ლაბორატორიასა და სამეცნიერო კვლევით ცენტრში. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებშიც გაშუქებულია ბრონქოსპაზმის პათოგენეზისა და მკურნალობის საკითხები, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის კონცენტრაციის განსაზღვრის მეთოდი, შიდსის იმუნოპათოგენეზი და მისი კლინიკური გამოვლინებები, სამედიცინო ფიზიკა და კიბერნეტიკა. თბილისის სახელმწიფი სამედიცინო უნივერსიტეტისა და სამედიცინო აკადემიის სტუდენტებისათვის უძღვება სამედიცინო ფიზიკისა და კიბერნეტიკის ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების კურსს.

2006-2009წწ. გაიარა მაგისტრატურის კურსი ბიომეტრიის და სტატისტიკის განხრით ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქ. ოლბანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში და 2009 წელს მას მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება ბიოსტატისტიკაში; ხელმძღვანელობს ბიოსტატისტიკის მიმართულებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლაში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრონქოსპაზმის პათოგენოზი და მართვა ექსპერიმენტსა და კლინიკაში", დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაცია იმუნოლოგიის დარგში დაიცვა 2005 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის მიკრობიოლოგიის ასოციაცია, წევრი
  • ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოება, წევრი
  • თბილისის ალერგოლოგთა ასოციაცია
  • კლინიკური ვიროლოგიის პან-ამერიკული საზოგადოება, წევრი
  • მოლეკულური მედიცინის ასოციაცია, წევრი
  • შიდსის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ნეოლაბი
    მისამართი:ტაშკენტის 47