Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ზურაბ კაციტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1949 წელს; საკავშირო დაუსწრებელი იურიდიული ინსტიტუტი (ვბზმ) 1951 წელს. 1949–1951წწ. იყო რუსთავის ბავშვთა პოლიკილინიკის ბავშვთა ექიმი; 1954–1956წწ. სსრკ ჯანდაცვის სამედიცინო სასამართლოს მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1956–1961წწ. თბილისის მთავარ სასამართლო მედიცინის ექსპერტი; 1961–1963წწ. საქართველოს სანიტარიისა და ჰიგიენის კვლევითი ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების გამგე; 1963 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი, 1964 წლიდან დოცენტი, 1970 წლიდან პროფესორი, 1972 წლიდან ამავე კათედრის გამგე. ავტორია 89 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია, არის 4 სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული კონსულტანტი და 8 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. 1995 წლიდან არის გამომცემლობა "მედიცინის" დირექტორი და გაზეთ "ჯანმრთელობის" მთავარი რედაქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრასოლოგიური ექსპერტიზის მორფო–ფუნქციური საფუძვლები", დაიცვა 1954 წელს ქ. მოსკოვში. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადამიანის ვერტიკალური სტატისტიკისა და დინამიკის მორფოლოგიური საფუძვლები ფილოგენეზსა და ანთროპოგენეზში", დაიცვა 1969 წელს მოსკოვის საკავშირო სამედიცინო აკადემიაში. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |