შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
კონსტანტინე მარდალეიშვილი![]()
ბიოგრაფიაგანათლება: 1967 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტი 1970-1974 წწ. მოსკოვის ცენტრალური სტომატოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი ყბა-სახის ქირურგიის სპეციალობით. 1980-1984წ. მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის, თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების დოქტორანტი. სამეცნიერო ხარისხი და წოდება: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სამუშაო გამოცდილება: 1967-1970წწ. - დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, დაბა კოჩუბეი, ექიმი- სტომატოლოგი. 1974-1976წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1980-1984წწ. - მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიოერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების მეცნიერ- თანამშრომელი. 1984-2010წწ. - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების ხელმძღვანელი. 1997-2011წწ.- მის მიერ დაარსებული “ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის” ხელმძღვანელი. 1999-2000წწ - სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი. 2000-2006 წწ. - სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის გამგე. 2006-დღემდე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის თავისა დაკისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. 2012წ. - დღემდე - მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკის - „კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“-ს. პედაგოგიური მოღვაწეობა: 1999-2000წწ. იყო სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი. 2000-2006წწ. ამავე კათედრისგამგე, კითხულობდა საგანს: ზოგადი ონკოლოგია. 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კითხულობს საგანს: თავისა და კისრის ონკოლოგიურ დაავადებათა კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |