The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კონსტანტინე მარდალეიშვილი

კონსტანტინე მარდალეიშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:ონკოლოგი

ბიოგრაფია

განათლება:

1967 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტი

1970-1974 წწ. მოსკოვის ცენტრალური სტომატოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი ყბა-სახის ქირურგიის სპეციალობით.

1980-1984წ. მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის, თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების დოქტორანტი.

სამეცნიერო ხარისხი და წოდება: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

სამუშაო გამოცდილება:

1967-1970წწ. - დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, დაბა კოჩუბეი, ექიმი- სტომატოლოგი.

1974-1976წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი.

1980-1984წწ. - მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიოერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების მეცნიერ- თანამშრომელი.

1984-2010წწ. - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების ხელმძღვანელი.

1997-2011წწ.- მის მიერ დაარსებული “ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის” ხელმძღვანელი.

1999-2000წწ - სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი.

2000-2006 წწ. - სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის გამგე.

2006-დღემდე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის თავისა დაკისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.

2012წ. - დღემდე - მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკის - „კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“-ს.

პედაგოგიური მოღვაწეობა:

1999-2000წწ. იყო სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი.

2000-2006წწ. ამავე კათედრისგამგე, კითხულობდა საგანს: ზოგადი ონკოლოგია.

2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კითხულობს საგანს: თავისა და კისრის ონკოლოგიურ დაავადებათა კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო, წევრი
  • კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • ჟურნალ „ რეკონსტრუქციული, პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია“, სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • ჟურნალ „საქართველოს ონკოლოგია“ სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგთა გამგეობის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ჟურნალ „ჯი-ეს- ეი ნიუსი“ სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • ყბა-სახის ქირურგთა და სტომატოლოგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი
    მისამართი:თბილისი, ლისის ტბის მიმდებარედ #4
    ტელეფონი:(995 32) 2 43 01 00; 599515535
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:http://www.mmc.ge