შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ზურაბ ბერია![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. ხაშურში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1976 წელს. 1976–1977 წლებში - ინტერნატურა ფსიქიატრიაში გაიარა ქ. თბილისის რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში; 1977–1985 წლებში იყო დისპანსერული განყოფილების გამგე სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში; 1985–1993 წლებში - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–მუშაკი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის შიზოფრენიის კლინიკისა და შიზოფრენიით დაავადებულთა მკურნალობის შესახებ. ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობას ფსიქიატრიის დარგში. ექიმი–ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შიზოფრენიით დაავადებულთა მკურნალობა ბეტა–ადრენობლოკატორებით ფსიქოფარმაკოთერაპიის პროცესში", დაიცვა 1994 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |