შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ანდრო აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. ხონიში. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 1931–1932 წლებში მუშაობდა თეთრი ზღვის ექსპედიციაში ყინულმჭრელ "რუსანოვზე" ექიმად, 1932–1934 წლებში ჩრდილო–აღმოსავლეთ პოლარულ ექსპედიციაში ყინულმჭრელ "ლიტეკზე". მონაწილეობდა ჩელიუსკინელთა გადამრჩენი ჯგუფის მუშაობაში. არქტიკაში ყოფნის დროს ასრულებდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დავალებასაც. შეაგროვა მდიდარი საკოლექციო მასალა. 1934 წლიდან მუშაობდა თბილისის პირველი საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში. იყო მარნეულის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ქირურგი. თბილისის პირველი საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიული განყოფილების გამგე. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. იყო სამეცნიერო შრომების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |