შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვლადიმერ სიმონის ძე აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს. 1943–1944წწ. მუშაობდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში; 1947–1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტალური მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1959–1968წწ. იქვე განაგებდა ჰისტოლოგიის განყოფილებას; 1966 წელს ქართული ენციკლიპედიის მედიცინისა და ბიოლოგიიის რედაქციის გამგეა; 1966–1972წწ. ხელმძღვანელობდა პლასტიკური ანატომიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე; შეისწავლა ზურგის ტვინის ნერვული წნულების და სიმპათიკური წველების შედარებითი ანატომია, ხერხემლიანთა ნაწლავების ინერვაციის თავისებურებები; მსხვილ ნაწლავში გადანერგილი წვრილი ნაწლავის კედელში განვითარებული ცვლილებები; რენტგენის სხივების სხვადასხვა დოზის მოქმედებები ნაწლავზე და სხვა; მამასთან სიმონ აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1961); პროფესორი(1981). ანატომი და სამედიცინო ლექსიკოგრაფი. სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში, მონაწილეობდა სხვადასხვა საკავშირო („აკადემიადები“, „უნივერსიადა“, „მედიკის“ პირველობა და სხვა) და რესპუბლიკურ შეჯიბრებებში ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |