The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვლადიმერ სიმონის ძე აბაშიძე

სხვა სახელი:ლადო
დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:ანატომი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს.

1943–1944წწ. მუშაობდა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში; 1947–1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტალური მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1959–1968წწ. იქვე განაგებდა ჰისტოლოგიის განყოფილებას; 1966 წელს ქართული ენციკლიპედიის მედიცინისა და ბიოლოგიიის რედაქციის გამგეა; 1966–1972წწ. ხელმძღვანელობდა პლასტიკური ანატომიის კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე; შეისწავლა ზურგის ტვინის ნერვული წნულების და სიმპათიკური წველების შედარებითი ანატომია, ხერხემლიანთა ნაწლავების ინერვაციის თავისებურებები; მსხვილ ნაწლავში გადანერგილი წვრილი ნაწლავის კედელში განვითარებული ცვლილებები; რენტგენის სხივების სხვადასხვა დოზის მოქმედებები ნაწლავზე და სხვა; მამასთან სიმონ აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1961); პროფესორი(1981). ანატომი და სამედიცინო ლექსიკოგრაფი.

სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში, მონაწილეობდა სხვადასხვა საკავშირო („აკადემიადები“, „უნივერსიადა“, „მედიკის“ პირველობა და სხვა) და რესპუბლიკურ შეჯიბრებებში

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამედიცინო ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სპორტის ოსტატობის კანდიდატი
    ჭადრაკი

ბიბლიოგრაფია