შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მარინა იოსების ასული აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974 წლიდან მუშაობს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1974–1976წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა; 1976–1988წწ. იყო უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988–1991წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1998წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1998 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში; 1997 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის კათედრის ასისტენტი. გამოქვეყნებული აქვს 50 ნაშრომი, 1 რაც. წინადადება, 3 – მეთოდური რეკომენდაცია ჰემატოლოგიის, ციტოლოგიის, ეპიდემიოლოგიის საკითხებზე. სამუშაო გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე – საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ელენთის ლიმფოსარკომის თავისებურებანი, დიფერენციული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროგნოზი", დაიცვა 1988 წელს ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |