The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინა იოსების ასული აბაშიძე

მარინა იოსების ასული აბაშიძე
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:ჰემატოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974 წლიდან მუშაობს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1974–1976წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა; 1976–1988წწ. იყო უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988–1991წწ. მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1998წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1998 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში; 1997 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის კათედრის ასისტენტი. გამოქვეყნებული აქვს 50 ნაშრომი, 1 რაც. წინადადება, 3 – მეთოდური რეკომენდაცია ჰემატოლოგიის, ციტოლოგიის, ეპიდემიოლოგიის საკითხებზე. 

სამუშაო გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე –
ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის დირექტორი, წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, ექიმი ჰემატოლოგი;
თსსუ შინაგან სნეულებათა დეპერტამენტის ასოცირებული პროფესორი,
მიმართულება – ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ელენთის ლიმფოსარკომის თავისებურებანი, დიფერენციული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროგნოზი", დაიცვა 1988 წელს

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველ მედიკოსთა ასოციაცია, წევრი
  • ჰემატოლოგთა საზოგადოება, წევრი