შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მერაბ აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1975 წელს. ექიმი/მწერალი მ. აბაშიძე წერდა ლექსებს, მოთხრობების წერა 19 წლის ასაკში დაიწყო. პირველი მოთხრობაა "აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!", მას მოჰყვა "პოეზიის ხანძრის ქალიშვილი", "წყალში გადაყრილი მიხაკები". მწერლის მოთხრობები პირველად ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია, შემდგომ ჟურნალ "მნათობში", "მერანში". სხვადასხვა დროს გამოცემულია მწერლის ნაწარმოებები – "აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!", "ცეროდენა ანგელოზი", "ჯვარი". მოთხრობები თარგმნილია რუსულ ენაზე. მწერლის შემოქმედების მიხედვით გადაღებულია სამი ფილმი – "აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!", "სერაფიტა", "მეთევზე"; დადგმულია სპექტაკლები და რადიო-სპექტაკლები. 2001 წელს გამოიცა ორტომეული, რომელშიც მ. აბაშიძის სრული შემოქმედებაა თავმოყრილი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |