Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ნიკოლოზ აპოლინის ძე აბაშიძე![]()
Biographyდაიბადა ქ. ხონში. სწავლობდა ხონის გიმნაზიაში 1907–1917 წლებში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ვარშავის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამედიცინო ფაკულტეტზე. რევოლუციის შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1924 წელს. 1926–1935 წლებში იყო ბათუმის შავი ჭირის საწინააღმდეგო სადგურის, რკინიგზის ლაბორატორიის და პორტის კარანტინის უფროსი, აჭარის მთავარ საავადმყოფოში ლაბორატორიის და პასტერის ქვესადგურის გამგე. 1935–1952 წლებში მუშაობდა თბილისის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში. მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ინსტიტუტის ახალი შენობის მშენებლობა საბურთალოზდ 1936 წელს - მან შეადგინა ინსტიტუტის პირველი საწარმოო გეგმა, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო ახალი ინსტიტუტის მშენებლობას. ასევე მისი მონაწილეობით მოხდა 1949 წელს საკავშირო ჯანსახკომის სამეცნიერო საბჭოში ამ გეგმის დაცვა და დამტკიცება. 1941 წლიდან იყო ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1952–1965 წლებში საქართველოს რესპუბლიკის სერიოლოგიური ლაბორატორიის მთავარი ექიმი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საწარმოო–ეპიდემიის საწინააღმდეგო მუშაობისათვის 1942 წელს დაჯილდოვდა სახელმწიფო ორდენით „საპატიო ნიშნით“, 1945 წელს მედლით „კავკასიის დაცვისათვის“, 1946 წელს მედლით „თავდადებული შრომისათვის დიდი სამამულო ომის პერიოდში 1941–1945 წწ.“ 1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. იყო სამეცნიერო შრომების და მონოგრაფიების ავტორი. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |