შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
რუსუდან აბდუშელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. 1960-1964წწ. განაგებდა აკადემიკოს გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტალური ლევკოზის ლაბორატორიას; 1965-1980წწ. ამავე ინსტიტუტის ლევკოზის ციტომორფულოგიის და ციტოგენეტიკის ლაბორატორიას; ხოლო 1980-1984წწ. ლევკოზისა და ლევკოზისწინარე მდგომარეობათა ციტოპათოლოგიურ და ეპიდემიოლოგიურ ლაბორატორიას; 1985 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანლი; შეისწავლიდა ლევკოზისა(თეთრსისხლიანობის) და ლევკოზისწინარე მდგომარეობის ეტიოლოგიას, პათოგენეზსა და ეპიდემიოლოგიას; ლევკოზის განვითარების რისკ ფაქტორებს; აგრეთვე კლინიკურ–ციტომორფოლოგიური დიაგნოსტიკის, ადრეული გამოვლენისა და პროფილაქტიკის საკითხებს; ჰემატოლოგი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970); პროფესორი (1985). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |