The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რუსუდან აბდუშელიშვილი

დაბადების თარიღი:10 სექტემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:12 მარტი, 1992  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰემატოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს.

1960-1964წწ. განაგებდა აკადემიკოს გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტალური ლევკოზის ლაბორატორიას; 1965-1980წწ. ამავე ინსტიტუტის ლევკოზის ციტომორფულოგიის და ციტოგენეტიკის ლაბორატორიას; ხოლო 1980-1984წწ. ლევკოზისა და ლევკოზისწინარე მდგომარეობათა ციტოპათოლოგიურ და ეპიდემიოლოგიურ ლაბორატორიას; 1985 წლიდან ამავე ინსტიტუტის  ჰემატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანლი; შეისწავლიდა ლევკოზისა(თეთრსისხლიანობის) და ლევკოზისწინარე მდგომარეობის ეტიოლოგიას, პათოგენეზსა და ეპიდემიოლოგიას; ლევკოზის განვითარების რისკ ფაქტორებს; აგრეთვე კლინიკურ–ციტომორფოლოგიური დიაგნოსტიკის, ადრეული გამოვლენისა და პროფილაქტიკის საკითხებს; ჰემატოლოგი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1970); პროფესორი (1985). 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია