შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ავთანდილ აბესაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყანდაურა, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს. 1958–1985 წლებში ხელმძღვანელობდა გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტულ განყოფილებას. 1985 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მისი ძირითადი შრომები ეხება საჭმლის მონელების ფიზიოლოგიურ საკითხებს, სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის მოქმედების მექანიზმს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს, სისხლწარმოქმნისა და სისხლის შედედების რეგულაციის ნერვულ ჰორმონულ და ჰუმორულ მექანიზმებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1961), პროფესორი(1967). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |