The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინე აბესაძე

დაბადების თარიღი:20 მარტი, 1948  (77 წლის)
კატეგორია:პათოფიზიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა  ქ. თბილიში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1975წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის უფროსი  ლაბორანტი; 1975–1978წწ. სწავლობდა ასპირანტურაში; 1978–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო   ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1988–1992წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1992 წლიდან   ამავე კათედრის პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 42 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გაშუქებულია საკითხები სიმსივნური და მისი მომიჯნავე ქსოვილების სისხლძარღვოვანი კალაპოტის, ქალის სასქესო ორგანოების მიკროცირკულაციური კალაპოტის შესახებ ნორმასა და ზოგიერთ ექსტრემალურ პირობებში. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერიფერიული სისხლძარღვოვანი კალაპოტის რეაქტიულობა სიმსივნემატარებელ ცხოველებში ონტოგენეზის სხვადასხვა პერიოდში", დაიცვა 1984 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ინტრაორგანული სისხლძარღვოვანი კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგია   ასაკობრივი ინვოლუციის პირობებში", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია