შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დიმიტრი აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1898 წელს. იყო კიევის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. დ. აბულაძემ პირველმა უარყო თვალსაზრისი ეკლამფსიის კონტაგიოზურობის შესახებ და დაადგინა, რომ ეკლამფსიის პათოგენეზში გადამწყვეტი მნიშვნელობა თირკმლის ფუნქციის დარღვევას ენიჭება(1901). განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა საშვილოსნოს კედლებს მოცილებული მომყოლის გამოძევების დ. აბულაძის მეთოდმა (1907), რომელსაც დ. აბულაძის ხერხი ეწოდება. პროფესორი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |