The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თამარ აბულაძე

დაბადების თარიღი:21 მაისი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:პარაზიტოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. სამტრედიაში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942–1945წწ. იყო თბილის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1945–1963წწ. ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1963–1971წწ. ამავე ინსტიტუტის ბიოქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1971–1978წწ. დიზენტერიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983 წელს ბიოქიმიური ჯგუფის ხელმძღვანელი; 1983–1989წწ. კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლის ოქტომბრიდან პენსიონერია. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბიოქიმიურ კვლევას ანკილოსტომოზის დროს. არის სამედიცინო პარაზიტოლოგიის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა: "ღვიძლის ზოგიერთი ფუნქციის მდგომარეობა ანკილოსტომიდოზის დროს" დაიცვა 1962 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო პარაზიტოლოგთა საზოგადოება, წევრი