The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კალენიკე აბულაძე

კალენიკე აბულაძე
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:12 სექტემბერი, 1972  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბოგოსლოვსკის სასაფლაო, სანკტ–პეტერბურგი
კატეგორია:ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ს. კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1925 წელს.

1932 წლამდე მუშაობდა სამხედრო ექიმად ამიერკავკასიაში, 1932 წლიდან იყო ლენინგრადში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, შემდეგ კი განაგებდა ამავე ინსტიტუტის უმაღლესი ნერვული მოქმედების პათოლოგიის ლაბორატორიას. აკადემიკოს ივანე პავლოვის ხელმძღვანელობით შეისწავლა უმაღლესი ნერვული მოქმედების ფიზიოლოგიის კანონზომიერებანი, კერძოდ, ყნოსვის, სმენისა და მხედველობის რეცეპტორების მოშლით გამოწვეული ნერვული პროცესების დარღვევა ტვინის ქერქში. შეიმუშავა პირობითი და უპირობო ცრემლდენისა და ნერწყვის გამოყოფის გამოკვლევის ორიგინალური მეთოდები. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთისა და დიდ სამამულო ომებში. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი