The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლალი აბულაძე

დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1956 წელს.

1959–1967წწ. მუშაობდა ბავშვთა მე–4 საავადმყოფოს გაერთიანების მე–7 პოლიკლინიკაში უბნის ექიმად; 1967–1969წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ორდინატორად; 1969 წელს ამავე კათედრის უფროს ლაბორანტად; 1972 წლიდან კათედრის ასისტენტია. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის; პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები რევმატიზმის აქტიური ფაზით დაავადებულ ბავშვთა პალატისა და აერარიუმის პირობებში მკურნალობის ზოგიერთი კლინიკურ–ლაბორატორიული მონაცემების შესწავლისათვის", დაიცვა 1976 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პედიატრიული საზოგადოება, წევრი