The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მანანა აბულაძე

მანანა აბულაძე
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1946  (78 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

განათლება:

1965– 1971 –თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის მოწმობა  MD №032623; 1988 -  საკანდიდატო დისერტაციის დაცვა თემაზე ‘’სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულ ქალთა რეპროდუქციული სისტემა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური აქტივობა’’; 2003 - BLS, ALS, BTLKS & ATLS პროგრამებით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, (გრეიდის სამედიცინო სისტემა); 2003 - ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის დადგენა ანტე და ინტრანატალურ პერიოდებში; 2003 - ენდოსკოპია რეპროდუქტოლოგიაში; 2004 - ნეირო – ენდოკრინული დარღვევები, კლიმაქტერული სინდრომები, პრემენსტრუაციული სინდრომი; 2005 - კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის  საკითხები; 2005 - ‘’პრეეკლამფსია, ეკლამფსია, Hellp სინდრომი, მკურნალობის კლინიკური რეკომენდაციები’’; 2005 - ოსტეოპოროზი–დიაგნოსტიკა, კლინიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა; 2012 – კოლპოსკოპიის როლი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგსა და დიაგნოსტიკაში.

კვალიფიკაციის ამაღლება:

1976 -  ნოვოკუზნეცკის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, ციკლი ‘’ენდოკრინოლოგია მეანობა–გინეკოლოგიაში; 1980  - თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი მეანობა – გინეკოლოგია; 1981 - მოსკოვის მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი - გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია. 1989  – თბილისის ექიმთა  დახელოვნების ინსტიტუტი მეანობა–გინეკოლოგია. 1998  – თბილისის ექიმთა  დახელოვნების ინსტიტუტი მეანობა–გინეკოლოგი.

სამუშაო გამოცდილება:

1971–1972  თბილისის სასწრაფო დახმარების სადგური–გამსვლელი ექიმი; 1973 – 2016 აკად.კ.ვ.  ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა– გინეკოლოგის ს/კ ინსტიტუტი. უმცროსი მეცნიერ მუშაკი, შემდგომ უფროსი მეცნიერ მუშაკი, მეან-გინეკოლოგი; 2006 – დღემდე –  სამეანო – გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი ‘’ვენუს ჯორჯია’’ მეან-გინეკოლოგი; 2008 – დღემდე –  ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი; 2009 - დღემდე – საქართველოს მეან–გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის წევრი; 2012 – პროექტის  ‘’ჯანმრთელი ოჯახი, ჯანმრთელი ორსული, ჯანმრთელი შთამომავლობა’’ ავტორი; 2012 - ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის I საერთაშორისო კონფერენციის ‘’ჯანმრთელი ოჯახი, ჯანმრთელი ორსული, ჯანმრთელი შთამომავლობა’’  ორგანიზატორი, მომხსენებელი; 2012 – ქალთა რეაბილიტაციის ასოციაციის მიერ ჩატარებული ტრენინგების ‘’ქალის ჯანმრთელობა დღეს’’ ტრენერი; 2013 –2014 – სამეცნიერო კვლევის ‘’მკვდრადშობილი ნაყოფით ნამშობიარევ ქალთა პრევენცია და  რეაბილიტაცია’’ ხელმძღვანელი; 2013-დღემდე მკვდრადშობადობის საერთაშორისო ალიანსის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 2014- დღემდე  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეან–გინეკოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ქალთა რეაბილიტაციის ასოციაცია, პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    სამეანო–გინეკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი ვენუს ჯორჯია
    მისამართი:თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. N 33, (II სართული)
    ტელეფონი:(995) 599 62 43 00; (995 32) 291 01 58
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:http://www.venusgeorgia.ge