შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვაჟა აგლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1983 წელს. 1983 წელს გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში (სპეციალობით - კარდიოლოგი). 1983–1985წწ. იყო აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1985–1991წწ. ამავე ინსტიტუტის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმი; 1985–1991წწ. ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1994–2999წწ. დააფუძნა შპს "კარდიოექსპრესი"; 2000 წლიდან სასწრაფო დახმარების სამსახურის შპს "კარდიოსერვისის" დამფუძნებელი და დირექტორია; 2001 წელს გაიარა ინტერნატურის კურსი ავსტრიაში; 2002 წლიდან ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის სამედიცინო სამსახურის ექიმია; 2004 წლის სექტემბრიდან საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება სამუშაო ჯგუფის - "მწვავე კარდიული პათოლოგიების მართვა"-ხელმძღვანელია; 2012 წლიდან მუშაობს ახალციხის რეგიონალურ საავადმყოფოში; 2013 წლიდან კლინიკაში "ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია" ექიმი კარდიოლოგია; კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდის ინფარქტის უმწვავეს ფაზაში რეგისტრირებული სტანდარტული ელექტროკარდიოგრამის ზოგიერთი პარამეტრის მნიშვნელობა ნევროზის საბოლოო ზომის პროგნოზირებისათვის", დაიცვა 1999 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |