The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინა აგლაძე

მარინა აგლაძე
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1985 წლიდან თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომელია; 1988–1995წწ. თერაპიის  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1995 წლიდან თერაპიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგიის და კლინიკური ფარმაკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 2003 წლიდან დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის თერაპევტ-კარდიოლოგია. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის ქრონიკულ უკმარისობასა და გულის ქრონიკული იშემიური დაავადებების მკურნალობის პრობლემებს. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებისა და დიგოქსინის შედარებითი ეფექტიანობა გულის ქრონიკული უკმარისობის ხანგრძლივი მკურნალობის დროს", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი