The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ავთანდილ ადამია

დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1920  (104 წლის)
კატეგორია:ტრანსფუზიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტიის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1943 წლიდან მუშაობს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში. 1998 წლიდან განყოფიილების გამგე; ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომისა, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "სისხლის კონსერვაციის და გადასხმის მეთოდები"(1970), "ორეტაპიანი მეთოდი სისხლის დამზდებისათვის"(1972), "სისხლის კონსერვაციის და გადასხმის მეთოდები"(1974). აქვს ორი გამოგონება. არის ექიმ–ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიტატო დისერტაციის თემა - "სქურის მინერალური წყლის გამოყენება სისხლის დასაკონსერვებლად", დაიცვა 1963 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1946 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია