The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი ადამია

დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:7 დეკემბერი, 1986  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხონის რაიონი, სოფელი მათხოჯი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს.

1934-1941წწ. მუშაობდა უწერისა და ჯავის სანატორიუმების მთავარ ექიმად; მივლინებული იყო დასავლეთ საქართველოში პელაგრის გავრცელებასთან დაკავშირებით, სადაც დაამუშავა და შემდგომში გამოაქვეყნა (1946) ამ დაავადების კლინიკისა და თერაპიის საკითხები; 1961-1978წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიის კათედრის გამგე; იკვლევდა საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებებს; თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი(1959).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია