The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ელგუჯა ადამია

ელგუჯა ადამია
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1938  (87 წლის)
კატეგორია:გასტრო-ენტეროლოგი, თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1961–1964წწ. მუშაოდა აფხაზეთის ასსრ–ში; 1964–1974წწ. საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კვლევით ინსტიტუტში; 1974 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის გასტრო–ენტეროლოგიურ საკითხებზე; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "შინაგან დაავადებათა გადაუდებელი დიაგნოსტიკა და თერაპია"(1985). თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული ჰეპატოქოლეცისტიტით დაავადებულთა მკურნალობის შედარებითი ეფექტურობა კურორტ ჯავასა და კურორტის გარეშე პირობებში", დაიცვა 1971 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის გასტრო–ენტეროლოგთა საზოგადოება, წევრი
  • თბილისის თერაპევტთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    კლინიკა ნითა
    მისამართი:იოსებიძის 61
    ტელეფონი:2 37 77 25 ; 514 88 88 75