შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გია აზმაიფარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1982–19855წწ. გაიარა ინტერნატურის კურსი ქირურგიაში მე–5 კლინიკურ სავადმყოფოში. 1985–1987წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა ქირურგიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა, ზოგადი ქირურგიული კათედრის, ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე; 1987 წლიდან ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ზოგადქირურგიული კლინიკის ექიმი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის, 4 გამოგონების, 5 რაციონალიზატორული წინადადების და 2 სასარგებლო მოდელისა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"არაკლოსტრიდიული ანაერობული პერიტონიტის კლინიკის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ზოგიერთი თავისებურებანი", დაიცვა 1992 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |