The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნარგიზა ამბროლაძე

დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1939  (78 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს.

1965–1969წწწ. იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს და კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1975–1986წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან კარდიოლოგიის ინსტიტუტის ქრონიკული კორონალური უკმარისობის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის რომლებშიც გაშუქებულია ჰიპერტონული დაავადების დინამიკაში და კრიზის დროს სისხლძარღვთა ტონუსის ცვლილებები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მდგომარეობა ჰიპერტონული დაავადების, ჰიპერტონული კრიზისა და ზოგიერთი ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედების შედეგად".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი