The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ირინა ანდრონიკაშვილი

ირინა ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:თერაპევტი, კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987–1988წწ. ინტერნატურა გაიარა თერაპიაში ნ. კახიანის სახელობის საგზაო კლინიკურ საავადმყოფოში; 1988–1990წწ. იყო ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური იმუნოლოგიის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1990 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1995 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა N4 კათედრის ასისტენტია. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოლოგიის პრობლემებზე. არის ექიმი–თერაპევტი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰუმორული ნატრიურეზული სისტემა მარილმგრძნობელი ესენციური ჰიპერტენზიის დროს", დაიცვა 1998 წელს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი
    მისამართი:თბილისი, ვაჟა ფშაველას 83/11
    ტელეფონი:(995 32) 258 48 00; (995 32) 2 47 06 06;
    ვებ საიტი:http://www.pmi.ge