The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ჯიმშერ ანთელავა

დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1928
გარდაცვ. თარიღი:5 დეკემბერი, 1987  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს.

1955–1958 წლებში მუშაობდა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრაზე. 1963–1967 წლებში იყო თბილისის, ხოლო 1973–1980 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ოფთალმოლოგი. 1972 წლიდან ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრას. 1974–1987 წლებში იყო საქართველოს მიკროქირურგიის ცენტრის, ხოლო 1979–1987 წლებში ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. მან შეისწავლა კოლაგენოპლასტიკა თვალის რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, კვანტურ თერაპია ულტრაიისფერი სხივებისა და ლაზერის დასხივებით. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა ოპერაციების ახალი მეთოდები ბადურა გარსის ჩამოცლის, დიაბეტური რეტინოპათიისა და გლაუკომის დროს, აგრეთვე ვ. ფიოდოროვის მიერ შემუშავებული ხელოვნური ბროლის გადანერგვის ოპერაცია. მისი ინიციატივით აშენდა ახალი რესპუბლიკური თვალის სნეულებათა საავადმყოფო, რომლის ბაზაზე შეიქმნა რესპუბლიკის ოფთალმოლოგიური ცენტრი.  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1963), პროფესორი(1965).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ოფთალმოლოგთა რესპუბლიკური საზოგადოება, თავმჯდომარე (1974-1983)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე