The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლევან ივლიანეს ძე ანჯაფარიძე

ლევან ივლიანეს ძე ანჯაფარიძე
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1902
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 1972  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს.

1939–1949 წლებში იყო თბილისის გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგე. 1954–1968 წლებში ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თერაპიის II კათედრას. კლინიკური ჰემატოლოგიის ფუძემდებელი და ენდოკრინოლოგიური კლინიკის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში.  მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი(1938), დოცენტი(1941), თერაპევტი. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის თერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1963-1970)
  • ჰემატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია