The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ქეთი ანჯაფარიძე

ოფიციალური სახელი:ანჯაფარიძე ქეთევან
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1936  (87 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1959 წელს.

1962-1964წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1962–1986წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1986 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი. ავტორია 17 სამეცნიერო ნაშრომის პედიატრიის საკითხებზე. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჩვილ ბავშვთა პნევმონიების კლინიკურ–მორფოლოგიური თავისებურებები", დაიცვა 1971 წელს.