შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დავით ტვილდიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რცხმელური, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1958–1961წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1963 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიური ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1961–1969წწ. ჯანდაცვის სამინისტროს თერაპიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1969–1973წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო, 1973–1975წწ. პედიატრიული ფაკულტეტებისა და საფაკულტეტო თერაპიის კათედრის პროფესორი; 1975–1989წწ. პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე; 1989–2000წწ. სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის გამგე; 1972–1975წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 1989–1995წწ. პრორექტორი სასწავლო დარგში. არის 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის – 3 გამოგონების, 12 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოების. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის მექანიკური გაღიზიანების გავლენა გულზე", დაიცვა 1958 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა – "გვირგვინოვანი სისხლის მიმოქცევის მოშლის მოდელირება და მისი პათოგენეზის საკითხები", დაიცვა 1965 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |