The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



პავლე ფირფილაშვილი

დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხიზაბავრა, ასპინძის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953–1965წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში კლინიკურ ორდინატორად უროლოგიაში; 1957–1958წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ; 1959–1961წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კიბოს ექსპერიმენტული განყოფილების ექიმ–ლაბორანტად; 1961 წლის ნოემბრიდან ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი. ავტორია 91 სამეცნიერო ნაშრომის. პირველად კავკასიაში, მის მიერ იქნა დაწესებული და ამჟამად გრძელდება კვლევა პალეოპათოლოგიაში. პალეოპათოლოგი, მედიცინის ისტორიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ორდინატორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პალეოპათოლოგიური მასალები დაავადებების, დაზიანებების და სამკურნალო მანიპულაციების შესწავლისათვის ძველ საქართველოში" (რუსულ ენაზე), დაიცვა 1974 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიცინის ისტორიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ორთოპედ–ტრავმატოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია