The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სერგო არუთინოვი

დაბადების თარიღი:29 მაისი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:სტომატოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1975 წელს.

1975 წელს ინტერნატურის კურსი გაიარა რესპუბლიკურ სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში; 1976–1982წწ. მუშაობდა გორის სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში; 1982–1995წწ. რესპუბლიკურ სტომატოლოგიურ პოკლინიკაში; 1995 წლიდან ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის გამგედ. ავტორია 127 სამეცნიერო ნაშრომის; მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. აქვს 22 საავტორო მოწმობა და პატენტი. ექიმი–სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს სტომატოლოგთა დახელოვნების ინსტიტუტის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გართულებათა პროფილაქტიკა მეტალოკერამიკის პროტეზების გამოყენების დროს",   დაიცვა 1990 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახის ქვედა მესამედის შემცირების ორთოპედიული მკურნალობის პათოგენეტიკური საფუძვლები", დაიცვა 1999წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ოქროს მედალი