შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დალი ასათაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თელავში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965–1968წწ. იყო ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტუტი რესპუბლიკის კოკჩეტავის რაი–საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე; 1968–1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასპირანტი; 1972–1974წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1974–1993წწ. სუბორდინაციის კათედრის ასისტენტი; 1973–1976წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1977 წლიდან შინაგან სნეულებათა N1 კათედრის დოცენტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის დამხმარე სასწავლო–მეთოდური ბროშურები. 1951–1953წწ. გადასახლებული იყო სამხრეთ ყაზახეთში, პახტაარალის რაიონის სოფელ მახტალაში. ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰისტამინის ცვლის ზოგიერთი მაჩვენებლები კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს".
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |