The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ანთეოზ ასათიანი

დაბადების თარიღი:18 მაისი, 1895
გარდაცვ. თარიღი:16 იანვარი, 1981  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში.

დაამთავარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1938 წელს.

1921–1922წწ. იყო გაზეთ "კომუნისტის" პასუხისმგებელი მდივანი, 1924–1925წწ. კომპარტიის ახალციხის სამაზრო კომიტეტის პირველი მდივანი, 1927 წელს საქართველოს მთავლიტის უფროსი, 1935–1936წწ. ამიერკავკასიის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის პირველი მოადგილე, 1942–1947წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო გამომცემლობის დირექტორი, 1944–1947წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კვების ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრების გამგე. 1947–1952წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. დამუშავებული აქვს რაციონალური კვებისა და სამკურნალო–პროფილაქტიკურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების ზოგიერთი საკითხი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1950). პროფესორი(1950). 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიცინის ისტორიკოსთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1968-)
  • საქართველოს ჰიგიენისტთა საზოგადოება, დამფუძნებელი (1939-)
  • საქართველოს ჰიგიენისტთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1963-1968)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე