The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თენგიზ ასათიანი

თენგიზ ასათიანი
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს. მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს.

1975–1982წწ. იყო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასისტენტი; 1982 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის დოცენტი; 1986–1996წწ. საქართველოს მთავარი მეან–გინეკოლოგი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სამეანო–გინეკოლოგიურ პრობლემებს, ქალის ჯანმრთელობას. გამოქვეყნებული აქვს სამი მონოგრაფია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი დისერტაცია. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ოპერაციული გინეკოლოგიის განყოფილების გამგე.

საკანდიდატო დისერტრაციის თემა - "ხანგრძლივი პერიდურალური ანესთეზია სამეანო პრაქტიკაში", დაიცვა 1976 წელს.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი პერინატალურ მედიცინაში; კლინიკის დირექტორი სამკურნალო დარგში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯი, წევრი
  • ევროპის მეან–გინეკოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • მსოფლიოს მეან–გინეკოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • ქართველ მეან–გინეკოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    პირველი სამედიცინო ცენტრი
    მისამართი:თბილისი, ც.დადიანის ქ. 255
    ტელეფონი:(995 32) 242 11 21; (995 32) 266 73 73; 595 223 757
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:http://www.ccm.com.ge