The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კახაბერ ასათიანი

დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1961  (57 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1984–1986წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა ქირურგიის ინსტიტუტში; 1986 წლიდან იყო ქირურგიის ინსტიტუტის კარდიო–ქირურგიული განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1997 წლიდან ხელმძღვანელობს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის აღრიცხვა–რეგისტრაციის განყოფილებას. ავტორია 4 სამეცნიერო ნაშრომის საკანდიდატო დისერტაციის პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აორტოკორონალური შუნტირების ოპერაციის რისკ–ფაქტორები კორონალური არტერიების მრავლობითი დაზიანების მქონე ავადმყოფებისათვის", დაიცვა 1990 წელს.