The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლიანა ასათიანი

დაბადების თარიღი:5 დეკემბერი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფორტეპიანოს კლასი 1975 წელს.

1977–1978წწ. იყო თბილისის მე–15 პოლიკლინიკის ექიმი–კარდიორევმატოლოგი; 1978 წლიდან მუშაობს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიის ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალობას. ექიმი–თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Обоснованиеприменения Zn-MnLi электрофеза в лечении больных атеросклерозом нижних конечностей", დაიცვა 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა საზოგადოება, წევრი