შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნატალია ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1977-1979წწ. იყო რკინიგზის N2 პოლიკლინიკის ექიმი–თერაპევტი; 1980–1986წწ. რკინიგზის საავადმყოფოს "ხელოვნური კუჭუკანა ჯირკვლის" კაბინეტის გამგე; 1982–1987წწ. უმცროსი, მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1991წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1997წწ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 39 ნაშრომის, რომლებიც ეხება დიაბეტოლოგიის პრობლემებს. ექიმი–დიაბეტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის განყოფილების გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ავტომატური სისტემა "ბიოსტატორის" საშუალებით დარღვეული ნახშირწყლოვანი ცვლის კორექციის გავლენა შაქრიანი დიაბეტისა და გულის თანმხლები იშემიური დაავადების კლინიკომეტაბოლურ დახასიათებაზე", დაიცვა კიევში 1986 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |