The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ეკატერინე ასლამაზოვა-ბარათაშვილი

დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1915  (110 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს.

1941–1945წწ. იყო შემოინაიხაში(ყაზახეთი), ქირურგი მთავარი ექიმი, მონაწილეობდა სამამულო ომში პოლკის ექიმად, დივიზიის ექიმად, სამედიცინო სამსახურის უფროსად; 1945–1947წწ. სწავლობდა მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე; 1964 წლიდან აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ქირურგიის კათედრაზე. ავტორია 68 სამეცნიერო ნაშრომის, ორი გამოგონების. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისრტაციის თემა - "სპონტანური ლეიკოზის განვითარება ექსპერიმენტში", დაიცვა 1964 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "პორტალური ჰიპერტენზიის სინდრომის ქირურგიული მკურნალობის ზეგავლენა ჰემოპოეზზე და ჰემოსტაზზე", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • ჰემატოლოგიის საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის მედალი
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • მედალი "ვენის აღებისთვის"
  • მედალი "კიევის აღებისთვის"