The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კონსტანტინე აფრიდონიძე

დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1966 წელს.

1966–1970წწ. გაიარა მოსკოვის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ასპირანტურის კურსი ვირუსოლოგიაში; 1970–1973წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტში; 1973–1976წწ. ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში; 1989–1991წწ. იყო კანისა და ვენ. სნეულებათა ინსტიტუტში განყოფილების გამგე, ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის გამგე; 1991–1993წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის პროფესორი; 1993 წლიდან თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის გამგე. ავტორია 98 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი–ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Изменчивость вируса основакцины в процессе и своиства полученных мутантов", დაიცვა 1970 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "Новые данные по адаптации и паразитированию красного трихофитона с разработкой модели взаимоотношения гриба с культурой клеток", დაიცვა 1982 წელს.