The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძე

რუსუდან აფხაზავა-ქარსელაძე
დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის  პედიატრიული ფაკულტეტი 1976 წელს.

1977–1978წწ. იყო ექიმი–ინტერნი პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1978–1981წწ. უბნის პედიატრი ბავშვთა მე–9 პოლიკლინიკაში; 1981–1983წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა პედიატრიის კვლევით ინსტიტუტში; 1983–1990წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ–თანამშშრომლად, 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის. 1996 წელს კაიროს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მიწვევით (ექსპერტი ალერგოლოგი) ერთი თვის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს და ეწეოდა კლინიკურ მუშაობას. არის ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "HLA – სისტემა და ბრონქული ასთმის კლინიკური თავისებურებანი ქართველ ბავშვთა პოპულაციაში", დაიცვა 1989 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კლინიკურ იმუნოლოგთა მსოფლიოს ასთმოლოგთა ასოციაცია "Interastma", წევრი
  • საქართველოს პედიატრ ალერგოლოგთა საზოგადოება, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    პედიატრიის ინსტიტუტის ბავშვთა და მოზრდილთა ალერგიის ცენტრი
    მისამართი:თბილისი, ჩაჩავას ქ.1, სართ. 5
    ტელეფონი:(995 32) 2146491; 577 76 45 11
    ელ.ფოსტა: