The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვახტანგ ახალაძე

დაბადების თარიღი:1 მარტი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1984–1991წწ. კლინიკური ორდინატურა და სტაჟირება გაიარა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში; 1984 წლიდან მუშაობს კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიულ კლინიკაში; 1993 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ექიმი; მოღვაწეობდა პოლონეთში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის კარდიოანესთეზიოლოგიისა და კარდიორეანიმატოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე. ექიმი–ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის თანდაყოლილი მანკებით დაავადებულთა ანესთეზია პირიტრამიდით ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში", დაიცვა 1990 წელს.