The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვახტანგ ახობაძე

დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1921  (102 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1947წწ. იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1947–1948წწ. სანავიაციის ბორტ. ექიმი და ნეიროქირურგიის კლინიკის ორდინატორი; 1948 წლიდან მუშაობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტში ორდინატორად, უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 82 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიული ტიპის პუბლიკაცია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის სამეცნიერო წოდება (1966). 6 წლის განმავლობაში იყო სახალხო უნივერსიტეტის (მედიცინა) რექტორი. ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - ''თავის ტვინის ბიოელექტრული ცვლილებების დინამიკა ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1959 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მედიკო–ბიოლოგიური სამეცნიერო–პრაქტიკული ფირმა LFCOLtd, კონსუტანტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"