The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სოფიო ბააზოვა

დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1990  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბელაია ცერკოვი, კიევის ოლქი.

დაამთავრა კიევის სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს.

1959–1985წწ. იყო ი. კონიაშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნევროლოგიური განყოფილების გამგე, 1985 წლიდან კონსულტანტი. დაამუშავა ჰემიპარეზების თბილისის თერმულ-გოგირდოვანი წყლის აბაზანებით მკურნალობისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების ფიზიობალნეოლოგიური მკურნალობის მეთოდები. შეისწავლა კიბერნეტიკული ანალიზის მნიშვნელობა პროგნოზისა და რეაბილატაციისათვის ნერვული სისტემის დაავადებების საკურორტო ფაქტორებით მკურნალობის დროს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1960), პროფესორი(1965). 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე